ტყუპები - დეტალური ტყუპები - დეტალური ჰოროსკოპი

პარასკევი, 29, მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დროა ორიენტირება მოახდინოთ ყოველდღიურ საქმეებზე და წვრილმან საყოფაცხოვრებო საკითხებზე. თუ შეეცდებით, ძველი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ. და ნუ მიიტანთ გულთან ახლოს სხვის კრიტიკას - მათ შური ამოძრავებთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოსალოდნელია უხარისხო საკვებით მოწამვლა.

ტყუპების ზოგადი დახასიათება

   ასტროლოგიაში ტყუპები ზოდიაქოს მესამე ნიშანია, რომელიც განიხილება 21 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდის მმართველად. იგი წარმოდგენილია ტყუპების სიმრავლით (ან ეგვიპტურ ასტროლოგიაში თხის წყვილით და არაბულ ასტროლოგიაში - ფარშევანგის წყვილი). გარდა იმისა, რომ ისინი იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც კასტორი და პოლუქსი, ტყუპები ასევე დაკავშირებულია სხვა ცნობილ წყვილებთან, როგორიცაა უმცროსი და უფროსი ჰორუსი ან რომულუსი და რემუსი.
   თქვენ დაბადებით ჟურნალისტური უნარებით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდებით, ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უსაშველო მოთხოვნილებით. შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის ინფორმაციის აღქმა და მისი გამარტივებული სახით, ყველასთვის გასაგებ ენაზე გაცემა. ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში ჭორიკანა იქნებით, მაღალ ოქტავაში კი ამ უნარების სასარგებლო საქმისთვის გამოყენებას მოახერხებთ. გიყვართ ლაპარაკი. გაინტერესებთ ყველა და ყველაფერი. ცნობისმოყვარეობის წყალობით 'თქვენი ცხვირი ხშირად შეიმჩნევა ხოლმე სხვის საქმეებში'.
   ტყუპები მიდრეკილნი არიან შურიანობისკენ და თვლიან, რომ თავად ცხოვრობენ შურიანებს შორის. ზოგჯერ ყველაზე ახლო მეგობრებშიც კი მტერს ხედავენ. მათი გაგება რთულია და ბევრი მათ თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. ტყუპები თუ ვინმეს ატყუებენ, ეს პირველ რიგში საკუთარი თავია. ტყუპების ცხოვრებაში ყველაფერი გაორებულია, ვარსკვლავების მათდამი დამოკიდებულებაც კი: ერთის მხრივ ბედი მათ არასტაბილურობას აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ - დაუზარებლად უგზავნის ისეც გამოცდას, რომლის გავლის შემდეგ ტყუპები იძენენ შეუპოვრობასა და მიზანდასახულობას.
   ძალიან მოქნილი და ცვალებადი ადამიანი ხართ. ადვილად ეგუებით ახალ სიტუაციებს, ადამიანებს და სწორედ ამ ადვილად შეგუებადობის წყალობით უამრავი კონტაქტი, ნაცნობი და მეგობარი გყავთ. გიჟდებით ინტელექტუალურ საუბრებზე, ენამახვილი და ჭკვიანი, ხშირად ეშმაკის ადვოკატის როლშიც კი ევლინებით გარშემომყოფებს. თქვენს ტვინს მუდმივად სჭირდება 'მასაჟი' და მენტალური სტიმულაციების გარეშე ძალიან იწყენთ.
   მამაკაცი-ტყუპები მთელი ცხოვრების მანძილზე ინვითარებენ საკუთარი ინტერესბის სფეროს, მაგრამ დასახული მიზნისკენ მიდიან არა პირდაპირი, არამედ უფრო ადვილი გზით - ეს მათ თავისთავად გამოსდით. ისინი შეიძლება დაინტერესდნენ სხვადასხვა საგნებით, მაგრამ სერიოზულად არც ერთი მათგანით, ასევე რისკავენ შიშის განცდის გარეშე.
   ტყუპი-ქალბატონები ერუდირებულნი და ჭკვიანები არიან. ადვილად სწავლობენ და გამოირჩევიან პრაქტიკულობით. ტყუპი-ქალბატონი იშვიათად გამოარჩევს რაიმე მნიშვნელოვანს მეორეხარისხოვანისგან, ის დაბნეულად გამოიყურება, მაგრამ შეიძლება იყოს მომენტალური და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეუძლია მოემზადოს ახალი ბიძგისთვის.

ბინები